წესები და პირობები

- წინამდებარე წესები და პირობები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს ი/მ „დავით ოკრიბაშვილ“-ს (შემდგომში წოდებული, როგორც კომპანია/გამყიდველი) და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა კომპანიის/გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდების და შემდგომ საგარანტიო პირობების შესრულების დროს.
- წესებსა და პირობებზე ხელმოწერით „მომხმარებელი“ ადასტურებს, რომ გაეცნო შეთანხმების პირობებს და გამოხატავს თანხმობას, „მომხმარებლის“ მიერ „კომპანიის“ ნებისმიერი სახის საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში, იმოქმედებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული პირობები.
- მომხმარებელი უფლებამოსილია, ნების თავისუფლების საფუძველზე, უარი განაცხადოს წარმოდგენილ წესებსა და პირობებზე, რაც ნიშნავს მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმას.
- წინამდებაზე პირობებზე ხელმოწერით „მომხმარებელი“ თანახმაა, რომ „კომპანიის“ მიერ განხორციელდეს მისი რეგისტრაცია „კომპანიის“ მომხმარებლებთა შიდა აღრიცხვის ბაზაში. რეგისტრაცია გულისხმობს „კომპანიის“ შიდა სისტემაში მომხმარებლის ბაზაში ასახვას და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
- წინამდებარე წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, ხოლო კომპანია მას გადასცემს შეთანხმებულ პროდუქციას შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ.
- კომპანიის მიერ მომხმარებელი სისტემაში რეგისტრირდება წინამდებარე პირობების შესაბამისად.
- რეგისტრაციის დასრულებით და შესაბამისი ველების შევსებით დასტურდება, რომ „მომხმარებელი“ გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე პირობებს და წარმოეშვა მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

1. შეკვეთის განხორციელება
1.1. მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში მომხმარებელსა და კომპანიას შორის წარმოიშობა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია მისთვის სასურველი პროდუქცია „გამყიდველისაგან“ შეიძინოს კომპანიის მიერ შეთავაზებული საშუალებებით, კერძოდ:
- ოპერატორთან სატელეფონო გასაუბრების გზით/მეშვეობით,
- კომპანიის ვებ-გვერდიდან შეკვეთის განხორციელების გზით,
- კომპანიის სოციალურ ქსელში მიმართვის გზით.
1.3. მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მომხმარებელს მიაწოდოს ამობეჭდილი ფორმით, გაუგზავნოს ელექტრონულად კომპანიის შიდა ბაზაში რეგისტრირებულ ნომერზე ან/და მეილზე, სოციალურ ქსელში თუ პროდუქციის შეკვეთა მომხმარებლის მიერ განხორციელდა კომპანიის სოციალურ ქსელში მიმართვის გზით (იხილეთ 1.2.).

2. საქონლის მიწოდება
2.1. მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევისა და შეკვეთის გაფორმების დროს აქვს არჩევანის უფლება, გამყიდველს შესაძენი საქონლის ღირებულება გადაუხადოს, როგორც წინასწარ, ისე კურიერთან ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
2.2. კომპანია იღებს ვალდებულებას გადაიხადოს საკურიერო მომსახურების საფასური.
2.3. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეკვეთის დროს მითითებულ მისამართზე კომპანია საკურიერო მიმსახურების გამოყენებით, საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლის მიერ მითითბულ მისამართზე მიაწვდის შეკვეთილ პროდუქციას, რომელიც მიეწოდება არაუგვიანეს 1-7 (ერთი-შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.
2.4. მიწოდების დროსთან დაკავშირებით, მომხმარებელს წინასწარ უკავშირდება კურიერი და უთანხმდება მიტანის დროზე სატელეფონო საუბრის გზით. იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმებულ დროს მომხმარებელი მიმწოდებლის კურიერს არ დახვდება მითითებულ მისამართზე, მომხმარებელი ჩაბარების მცდელობის ყოველი მომდევნო ანალოგიური შემთხვევისას დამატებით აანაზღაურებს საკურიერო მომსახურების საფასურს.
2.5. თუ მომხმარებლისათვის შეკვეთილი პროდუქციის გადაცემის 3 (სამი) მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, მაშინ კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა.
2.6. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული სწორი/ზუსტი მისამართის ავთენტურობაზე. თუ მომხმარებელი მიუთითებს არასწორ მისამართს და კურიერი შესაბამისად ვერ შეძლებს პროდუქტის მიწოდებას არასწორი მისამართის მითითების გამო, მაშინ მყიდველს დაეკისრება ვალდებულება არასწორ მისამართზე მიტანის საფასური თავად გადაიხადოს.

3. გადახდა
3.1. პროდუქტის შესყიდვაზე ნების გამოხატვის შემდეგ მომხმარებელი ირჩევს ორიდან ერთ-ერთს, გადაიხადოს წინასწარ პროდუქციის ღირებულება ან გადაიხადოს იგი კურიერთან.
3.2. პროდუქციის მიტანის საფასურის გადახდის ვალდებულებას იღებს თავად გამყიდველი.

4. მომხმარებლის პრეტენზიები
4.1. იმ შემთხვევაში თუ მიწოდებული პროდუქცია მყიდველის/მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციისაგან განსხვავებულია კომპანიის ბრალით, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს არასწორი პროდუქციის სწორი პროდუქციით შეცვლა, ხოლო კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯით დაიბრუნოს არასწორი პროდუქტი და მიაწოდოს მყიდველს სწორი მის მიერ შერჩეული და შეკვეთილი პროდუქტი.
4.2. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს მის მიერ მიღებული პროდუქცია და ქარხნული წუნის შემთხვევაში შეატყობინოს გამყიდველს არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში, რის შემდეგაც კომპანიას ექმნება ვალდებულება თავისივე ხარჯებით დაიბრუნოს პროდუქტი და შეცვალოს იგი ახლით.
4.3. შეკვეთილი პროდუქტის მიღების დროს კურიერი არ არის ვალდებული დაელოდოს მომხმარებელს პროდუქტის შემოწმების დროს. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მყიდველი უნდა დაუკავშირდეს გამყიდველს (იხილეთ 4.2).
4.4. მომხმარებელი, რომელსაც არ აქვს წინასწარ პროდუქტის თანხა გადახდილი და შესაბამისად აირჩია ოფცია „გადახდა კურიერთან“ ვალდებულია პროდუქტის მიღებისთანავე კურიერს სრულიად გადაუხადოს პროდუქტის ღირებულება. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მყიდველი უნდა დაუკავშირდეს გამყიდველს (იხილეთ 4.2).
4.5. მითითებული ვადის, 5 (ხუთი) დღის გასვლის შემდეგ, ნივთის ქარხნული ნაკლის შესახებ პრეტენზიები არ მიიღება და გამყიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და ვმოქმედებთ საგარანტიო ვალდებულებების შესაბამისად.
4.6 მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი დააბრუნოს ან გადაცვალოს მიღებული პროდუქცია ან მოითხოვოს მის მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნება, გარდა წინამდებარე წესებში და პირობებში გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. გარანტია
5.1. ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის საგარანტიო პირობების დეტალური ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია ელექტრონული გზით, მის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე, მობილურ ნომერზე (ტექსტური შეტყობინებით). ასევე მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საგარანტიო პირობების ნებისმიერ სოციალურ ქსელში მიღება, სურვილის შემთხვევაში.
5.2. საგარანტიო ფურცელზე ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს რომ: გაეცნო საგარანტიო პირობებს და ეთანხმება მასში არსებულ ყველა პუნქტს. თავის მხრივ გამყიდველი საგარანტიო ფურცელზე ხელმოწერით იღებს ვალდებულებას შეასრულოს საგარანტიო ფურცლის ყველა პირობა.
5.3. გამყიდველი საგარანტიო ფურცლის ფიზიკურ ასლთან ერთად ადგენს ელექტრონული საგარანტიო ფურცლის ეგზემპლარს, რომელიც ინახება შიდა ბაზაში. მომხარებელს შეუძლია მოითხოვოს საგარანტიო ფურცლის ელ. ვერსიაც რომელიც სასურველ ელექტრონულ მისამართზე გადაეგზავნება (მსგავსად 5.1.).

6. პერსონალური მონაცემები
6.1. წინამდებარე პირობების შესაბამისად მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია მიიღოს და კანონის შესაბამისად დაამუშავოს კომპანიამ, თავის მხრივ კომპანია იღებს ვალდებულებას უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დაცვა.
6.2. მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და იქნება მ იმ მიზნის თანაზომიერი, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება;
6.3. მონაცემები კომპანია დაამუშავებს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;

7. კონფიდენციალურიბა
7.1. წინამდებარე პირობების გათალისწინებით მხარისათვის გამჟღავნებული ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგენს კოვფიდენციალურ ინფორმაციას.
7.2. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურიად.
7.3. ვებგვერდზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

... 8. კომუნიკაცია
8.1. წინამდებარე პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია წარიმართება წერილობით (რაც მოიცავს: ელ. ფოსტას, ტექსტურ მიმოწერას ტელეფონის ნომერზე, სოციალიური ქსელის მეშვეობით) ან/და სატელეფონო ზარით მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე.

9. დასკვნითი დებულებები
9.1. წინამდებარე პირობების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს დანარჩენი მუხლების ნამდვილობაზე.
9.2. ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.3. პირობები ძალაში შედის მისი ხელმოწერის ან ელექტრონული გზით მისი დადასტურების დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
9.4. „კომპანია“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში და განახლებული ინფორმაცია განათავსოს თავის. ვებ-გვერდზე.