უსაფრთხოების პოლიტიკა

მიზანი:
- უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს „runfit.ge“_ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ.
- მოცემული უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს runfit.ge_ის მომხმარებელთა პერსონალური ტიპის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, runfit.ge_ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
- მოცემული დოკუმენტი (უსაფრთხოების პოლიტიკა) წარმოადგენს runfit.ge_ის ვერ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

ტერმინთა განმარტება:
- საიტი - ვებ-გვერდი, runfit.ge,
- კომპანია - ვებ-გვერდის runfit.ge_ის მფლობელი (ინდ. მეწარმე „დავით ოკრიბაშვილი“)
- პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
- მონაცემთა დამუშავება - ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, ავტომატური ან არაავტომატური საშუალების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი ქმედება
- მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
- მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება
- მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:
- runfit.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ არსებობს მომხმარებლის თანხმობა. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია runfit.ge_ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. მონაცემების დამუშავება წარმოადგენს აუცილებელ პირობას მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
- დამუშავებას ექვემდებარება შემდეგი ტიპის მონაცემები: თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, სქესი და მობილურის ნომერი.
- ვებ-გვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომელთაც არ მიუღწევიათ კანონისმიერი თანხმობის ასაკამდე, ანუ კანონით „სრულწლოვნობამდე“.
- იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია.

მომხმარებლის ვალდებულება:
- მოხმარებელი ვალდებულია runfit.ge_ის მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მათთან მომსახურების მიღების მიზნით. მოცემული ვალდებულება ვრცელდება მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებთან დაკავშირებითაც. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩვენთან დაკავშირება და დეტალური ინფორმაციის მიღება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
- runfit.ge არ გასცემს თქვენს ინფორმაციას მესამე მხარეზე თქვენი ნებართვის გარეშე, მაგრამ იტოვებს უფლებას შეგატყობინოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია შეკვეთის სტატუსის, ცვლილების და მოცემული შეთავაზებების/აქციების შესახებ. თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იქნეს სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვისთვის, რომელიც არ ამხელს თქვენს შესახებ პირად ინფორმაციასა და ვინაობას.

ვისთვის არის შესაძლებელი თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება:
- თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლოა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვადასხვა საჭიროებებსა თუ შემთხვევებში, ასევე იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც უნდა მოგაწოდონ თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი ან მომსახურება გაგიწიონ, იმ პირობით, რომ:
- მოხდება თქვენი ინფორმაციის სავალდებულო წესით უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად შენახვა.

- Cookies არის ტექსტური ფაილი, რომელიც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენს მიერ მონახულებული ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს ტექნოლოგიას, რათა უზრუნველვყოთ საიტით სარგებლობა და უფრო მარტივი და ეფექტური გავხადოთ იგი.

- თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა შევინახოთ 10 წლამდე ვადით, რადგან შესაბამისი სიტუაციიდან გამომდინარე მოხდეს მისი გამოყენება მოცემულ პერიოდში. ასეთია: შესრულებული პირობის მტკიცებულებებისათვის, შესაბამის რეგულაციებთან შესაბამისობის მისაღებად და ა.შ.

- runfit.ge იტოვებს უფლებას, დაარედაქტიროს და შეიტანოს ცვლილება უსაფრთხოების პოლიტიკაში ნებისმიერ დროს „საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. თუმცა მომხმარებელს აუცილებლად ეცნობება მოცემული ცვლილებების შესახებ.

გამოყენების პირობა:
- ვებ-საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს პირობებს უსაფრთხოების პოლიტიკის წესებთან დაკავშირებით, საპირისპირო შემთხვევაში, გთხოვთ არ გამოიყენოთ ჩვენი მომსახურება.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.
- დამატებითი კითხვების ან ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშრდეთ მოცემულ ელ. ფოსტაზე info@runfit.ge